მთვარის 28 დღე
გადაღებულია ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას 28 დღის განმავლობაში.
(Giorgia Hofer Photography in 2017)
პროექტზე დაფუძნებული სწავლება. ინტელის პროექტი
Thursday, October 11, 2018
Sunday, June 11, 2017
რეფლექსია
ეს პროექტი მე ძალიან მომეწონა, რადგან ვისწავლე თუ როგორ ავუხსნა პატარებს, გააკეთონ კარგი პროექტი, პრეზენტაცია. ამ ტრენინგზე მოცემული მასალებით, შეფასების რუბრიკებით, მითითებებით და მიღებული ცოდნით მივხვდი როგორ გავაკეთო ეფექტური და ხარისხიანი პროექტი. რაც შეეხება ჩემს პროექტს, მე ძალიან მომწონს ის და ვთვლი, რომ არის უმნიშვნელოვანესი. ჩემი სურვილია ჩემმა მოსწავლეებმა პატარაობიდანვე გაიაზრონ, რომ ისინი ბუნების ნაწილი არიან, რომ ბუნების დაცვა აუცილებელია მათივე არსებობითვის და აქედანვე მიეჩვიონ გარემოზე ზრუნვას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ და მათ მომდევნო თაობებს ძალიან დიდ პრობლემებთან მოუწევთ შეჯახება...
განსაკუთრებული მადლობა ელენეს, იმისთვის რომ ყველას დაუზარელად და მაქსიმალურად გასაგებად აგვიხსნა ყველა დეტალი <3
განსაკუთრებული მადლობა ელენეს, იმისთვის რომ ყველას დაუზარელად და მაქსიმალურად გასაგებად აგვიხსნა ყველა დეტალი <3
Saturday, June 10, 2017
Sunday, May 28, 2017
ჩემი იდეა
დღეს ბევრი ვმიუშავეთ გეგმებზე. კონკრეტულად ვმვ, სასწავლო პროცედურებზე, შეფასებაზე, პროექტის მიმდინარეობაზე. ჩემი იდეით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან
ადგილობრივ, ბორჯომის ტყეების ფლორას, შეისწავლიან როგორი იყო ადრე ტყე ბორჯომში, შეადარებენ დღევანელ მდგომარეობას ...გამოიკვლევენ რა გავლენას ახდენს ადამიანი ტყეზე, შექმნიან გაზეთს და
ბროშურას პროექტის თემატიკაზე და გაუზიარებენ საზოგადოებას
Saturday, May 27, 2017
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
დღეს მოვიფიქრე ჩემი პროექტის საკვანძო კითხვები. ამ კითხვების მოფიქრებამ ჩემი პროექტი უფრო დახვეწა, უფრო მიმახვედრა რა მიმართლებით ვიმუშავო, რა აქტივობებშ ჩავრთო ბავშვები...
პროექტს ვარქმევ "ტყე შეუნახე შვილებსა..." ზოგადი კითხვა ჯერ არ მომიფიქრებია. თემატური და შინაარსობრივი კითხვებია:
მნიშვნელოვანია ბავშვებმა აღმოაჩნონ რომ ადამიანს მარტო ზიანი არ მოაქვს ტყისთვის რომ, ტყეს ადამინი აუცილებლად სწირდება, ის აშორებს დაავადებულ ხეებს- ბებერი, ავადმყოფი ხეების მოწრით ადგილს უთავისუფლებს პატარა და ჯანმრთელ ხეებს. მკურნაობს ხის დაავადებებს. მთავარია, ადამიანმა ბოროტად არ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები. მაგალითად ახლა ბორჯომის ტრყს მოედო ჭია, რომელმაც უმეტესობა ხეებისა გაახმო. ვინ გადაარჩენს ამ ტყეს თუ არა ადამიანი?
პროექტს ვარქმევ "ტყე შეუნახე შვილებსა..." ზოგადი კითხვა ჯერ არ მომიფიქრებია. თემატური და შინაარსობრივი კითხვებია:
რაში იყენებს ადამიანი
ტყეს, ხეებს? (თ)
რადგან ხეები ასე
საჭიროა, რა ემართება ტყეს დროთა განმავლობაში? (თ)
ადამიანს რომ არ ერეოდეს, როგორი იქნებოდა ბუნება
რატომ იქმნება
ტყე-პარკები, ნაკრძალები?
რა განსხვავებაა
ტყეპარკსა, ჩვეულერივ ტყესა და ნაკრძალს შორის?
როგორ დავიცვათ? რა ხეებია ბორჯომში
გავრცელებული?მნიშვნელოვანია ბავშვებმა აღმოაჩნონ რომ ადამიანს მარტო ზიანი არ მოაქვს ტყისთვის რომ, ტყეს ადამინი აუცილებლად სწირდება, ის აშორებს დაავადებულ ხეებს- ბებერი, ავადმყოფი ხეების მოწრით ადგილს უთავისუფლებს პატარა და ჯანმრთელ ხეებს. მკურნაობს ხის დაავადებებს. მთავარია, ადამიანმა ბოროტად არ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები. მაგალითად ახლა ბორჯომის ტრყს მოედო ჭია, რომელმაც უმეტესობა ხეებისა გაახმო. ვინ გადაარჩენს ამ ტყეს თუ არა ადამიანი?
Sunday, May 14, 2017
პროექტის დადებითი მხარეები
პროექტზე დაფუძნებული სწავლება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხდება საკვანძო თემების უკეთ გაგება-გააზრება, საკითხის სიღრმისეული წვდომა; მაღალი სააზროვნო უნარების წახალისება-განვითარება; მოსწავლე ხედავს კავშირს ნასწავლსა და ცხოვრებას შორის (ანუ ხედავს თუ რაში შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა თავისი ნასწავლი რეალურ ცხოვრებაში); იზრდება ნებისმიერი მოსწავლის მოტივაცია, ჩართულობა, პასუხისმგებლობა, საკუთარი თავის რწმენა, ბავშვი ახდენს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, კომპლექსურად უვითარდება სხვადასხვა უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა წარმატებული ცხოვრებისათვის.
პროექტზე მუშაობისას გასათვალისწინებელია, რომ პროქტის თემა იყოს ავთენტური, მორგებული ადგილობრივ მოსახლეობას (განსაკუთრებით დაბალი კლასებში) და მოხდეს მისი შეფასება პეადგოგის მიერ.
პროექტზე მუშაობისას გასათვალისწინებელია, რომ პროქტის თემა იყოს ავთენტური, მორგებული ადგილობრივ მოსახლეობას (განსაკუთრებით დაბალი კლასებში) და მოხდეს მისი შეფასება პეადგოგის მიერ.
Subscribe to:
Posts (Atom)