პროექტზე დაფუძნებული სწავლება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხდება საკვანძო თემების უკეთ გაგება-გააზრება, საკითხის სიღრმისეული წვდომა; მაღალი სააზროვნო უნარების წახალისება-განვითარება; მოსწავლე ხედავს კავშირს ნასწავლსა და ცხოვრებას შორის (ანუ ხედავს თუ რაში შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა თავისი ნასწავლი რეალურ ცხოვრებაში); იზრდება ნებისმიერი მოსწავლის მოტივაცია, ჩართულობა, პასუხისმგებლობა, საკუთარი თავის რწმენა, ბავშვი ახდენს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, კომპლექსურად უვითარდება სხვადასხვა უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა წარმატებული ცხოვრებისათვის.
პროექტზე მუშაობისას გასათვალისწინებელია, რომ პროქტის თემა იყოს ავთენტური, მორგებული ადგილობრივ მოსახლეობას (განსაკუთრებით დაბალი კლასებში) და მოხდეს მისი შეფასება პეადგოგის მიერ.
No comments:
Post a Comment