Sunday, June 11, 2017

რეფლექსია

    ეს პროექტი მე ძალიან მომეწონა, რადგან ვისწავლე თუ როგორ ავუხსნა პატარებს, გააკეთონ კარგი პროექტი, პრეზენტაცია. ამ ტრენინგზე მოცემული მასალებით, შეფასების რუბრიკებით, მითითებებით და მიღებული ცოდნით მივხვდი როგორ გავაკეთო ეფექტური და ხარისხიანი პროექტი. რაც შეეხება ჩემს პროექტს, მე ძალიან მომწონს ის და ვთვლი, რომ არის უმნიშვნელოვანესი.  ჩემი სურვილია ჩემმა მოსწავლეებმა პატარაობიდანვე გაიაზრონ, რომ ისინი ბუნების ნაწილი არიან, რომ ბუნების დაცვა აუცილებელია მათივე არსებობითვის და აქედანვე მიეჩვიონ გარემოზე ზრუნვას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ და მათ მომდევნო თაობებს ძალიან დიდ პრობლემებთან მოუწევთ შეჯახება...
  განსაკუთრებული მადლობა ელენეს, იმისთვის რომ ყველას დაუზარელად და მაქსიმალურად გასაგებად აგვიხსნა ყველა დეტალი <3

No comments:

Post a Comment