Saturday, May 27, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

დღეს მოვიფიქრე ჩემი პროექტის საკვანძო კითხვები. ამ კითხვების მოფიქრებამ ჩემი პროექტი უფრო დახვეწა, უფრო მიმახვედრა რა მიმართლებით ვიმუშავო, რა აქტივობებშ ჩავრთო ბავშვები...
პროექტს ვარქმევ "ტყე შეუნახე შვილებსა..." ზოგადი კითხვა ჯერ არ მომიფიქრებია. თემატური და შინაარსობრივი კითხვებია:
რაში იყენებს ადამიანი ტყეს, ხეებს? (თ)
რადგან ხეები ასე საჭიროა, რა ემართება ტყეს დროთა განმავლობაში? (თ)
ადამიანს რომ არ ერეოდეს, როგორი იქნებოდა ბუნება
რატომ იქმნება ტყე-პარკები, ნაკრძალები?
რა განსხვავებაა ტყეპარკსა, ჩვეულერივ ტყესა და ნაკრძალს შორის?
როგორ დავიცვათ? რა ხეებია ბორჯომში გავრცელებული?

მნიშვნელოვანია ბავშვებმა აღმოაჩნონ რომ ადამიანს მარტო ზიანი არ მოაქვს ტყისთვის რომ, ტყეს ადამინი აუცილებლად სწირდება, ის აშორებს დაავადებულ ხეებს- ბებერი, ავადმყოფი ხეების მოწრით ადგილს უთავისუფლებს პატარა და ჯანმრთელ ხეებს. მკურნაობს ხის დაავადებებს. მთავარია, ადამიანმა ბოროტად არ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები. მაგალითად ახლა ბორჯომის ტრყს  მოედო ჭია, რომელმაც უმეტესობა ხეებისა გაახმო. ვინ გადაარჩენს ამ ტყეს თუ არა ადამიანი?

No comments:

Post a Comment